საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატიცით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

კურსის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტებუის შესაბამისად.
მეთოდები:
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა: კურსის სრული ხანგრძლივობაა 32 საათი - 8 ოთხ საათიანი ტრენინგი.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; · ინტერნეტში ძიება; · ელ-ფოსტის მოხმარება.
კურსის შედეგები:
კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:
1)გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
2)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
-სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
-მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
-მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
3)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
4)შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
5)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
1) ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: · გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.);
2) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა).
სერთიფიცირების პირობები:
მინიმუმ 28 საათზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული ელ. პორტფოლიო.
ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი! ტრენინგის მონაწილეეებს მივესალმებით თელავიდან და ვუსურვებთ წარმატებებს. დროებით, კოლეგებოო :) იმედია, ვიტანამშრომელბთ.
ReplyDeleteქეთი, როგორი ტრენერიც ხარ, ისეთივეა ჩვენი ბლოგი -სადა და დახვეწილი, ძალიან მომწონს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც შენგან ვისწავლე.
ReplyDeleteგამარჯობა ქეთინო.
ReplyDeleteგილოცავთ პირველი ნაბიჯების ასეთი წარმატებით გადადგმას აღნიშნულ ტრენინგებში.
ძალიან კარგი ადამიანი ხარ და საუკეთესო ტრენერი.
ბედნიერი ვარ , რომ გაგიცანი.
წარმატებს გისურვებ
Revlon Titanium Max Edition - Tioga Games - TITNIA
ReplyDeleteProduct microtouch titanium trim Details. ford fusion titanium 2019 Revlon Titanium Max Edition. titanium nitride coating service near me Regular harbor freight titanium welder price. $31.99. Model: 010190. SKU: 000190. Availability: Usually ships in a Product Type: HandheldPublisher: titanium or ceramic flat iron Tioga GamesGenre: Handheld
y279e3ynfvb861 women sexy toys,vibrators,anal toys,sex chair,penis pumps,women sexy toys,dildo,dual stimulator,dog dildo w858e5kvmum158
ReplyDelete