Monday, June 29, 2009

ტრენინგის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატიცით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

კურსის მნიშვნელობა:საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.


კურსის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტებუის შესაბამისად.
მეთოდები:
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.

სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.

კურსის ხანგრძლივობა:  კურსის სრული ხანგრძლივობაა 32 საათი - 8 ოთხ საათიანი ტრენინგი.

წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; · ინტერნეტში ძიება; · ელ-ფოსტის მოხმარება.

კურსის შედეგები:
კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:
1)გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
2)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
-სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
-მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
-მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
3)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
4)შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
5)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
1) ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: · გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.);
2) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა).

სერთიფიცირების პირობები:
მინიმუმ  28 საათზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული ელ. პორტფოლიო.

5 comments:

  1. ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი! ტრენინგის მონაწილეეებს მივესალმებით თელავიდან და ვუსურვებთ წარმატებებს. დროებით, კოლეგებოო :) იმედია, ვიტანამშრომელბთ.

    ReplyDelete
  2. ქეთი, როგორი ტრენერიც ხარ, ისეთივეა ჩვენი ბლოგი -სადა და დახვეწილი, ძალიან მომწონს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც შენგან ვისწავლე.

    ReplyDelete
  3. გამარჯობა ქეთინო.
    გილოცავთ პირველი ნაბიჯების ასეთი წარმატებით გადადგმას აღნიშნულ ტრენინგებში.
    ძალიან კარგი ადამიანი ხარ და საუკეთესო ტრენერი.
    ბედნიერი ვარ , რომ გაგიცანი.
    წარმატებს გისურვებ

    ReplyDelete
  4. Revlon Titanium Max Edition - Tioga Games - TITNIA
    Product microtouch titanium trim Details. ford fusion titanium 2019 Revlon Titanium Max Edition. titanium nitride coating service near me Regular harbor freight titanium welder price. $31.99. Model: 010190. SKU: 000190. Availability: Usually ships in a Product Type: HandheldPublisher: titanium or ceramic flat iron Tioga GamesGenre: Handheld

    ReplyDelete